კობახიძე: ტრამპის ადმინისტრაციას წერილზე არ უპასუხია, თუმცა დუმილიც ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია

ირაკლი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ს ადმინისტრაციას მისი წერილისთვის არ უპასუხია. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს დღეს, 21 მაისს განუცხადა.
ირწმუნება, რომ მის წერილზე დუმილიც ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია.
მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა წარმომადგენლობითი პალატის მიერ მიღებული მეგობარი აქტი, რომელიც პერსონალური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის დ ამას “მტრული აქტი” უწოდა.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს.
13 მაისს გავრცელებულ წერილში კობახიძე აღიარებს, რომ დღემდე არ შემდგარა უმაღლეს დონეზე კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის.
კობახიძის თქმით, ეს გასაკვირია, რადგან ტრამპთან „ქართული ოცნების“ „ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე“ მოლოდინი ჰქონდათ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც მისი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა.