კობახიძე სუს-ის განცხადებაზე: ტერაქტთან დაკავშირებით ევროკომისარმაც გამაფრთხილა

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებული ინფორმაცია “უაღრესად შემაშფოთებელია”. სუს-ი გამოძიებას აწარმოებს ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლებით. გამოძიების მტკიცებით, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინიდან გეგმავდნენ “საქართველოში დანაშაულებრივ ქმედებებს”, მათ შორის, პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ს მკვლელობის მომზადებას.
“რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ძალიან შემაშფოთებელი, მით უმეტეს, იმ ფონზე, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში, თქვენ ხედავთ ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ორი ტერორისტული აქტი – ერთი სლოვაკეთში, მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთი და იგივე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს.
აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს და ეს გამოძიება, რომელიც არის დაწყებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები არის აქტუალური” – ამბობს .
პრემიერმინისტრმა ევროკომისართან სატელეფონო საუბარი გაიხსენა და თქვა, რომ ოლივერ ვარჰეიმ ის სწორედ “ტერაქტთან დაკავშირებით” გააფრთხილა.
“თქვენ გახსოვთ სატელეფონო საუბარი, რომელიც შედგა ერთერთ ევროკომისართან, მოგვიანებით, ევროკომისარმა თავადვე აღიარა, რომ ჰქონდა ერთგვარი გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, ანუ ჰქონდა ეს აღიარება, მან რომ გამაფრთხილა ტერაქტთან დაკავშირებით, ამაზე იყო რეალურად საუბარი მისი მხრიდანაც, უბრალოდ მან თქვა, პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ისროდა ტყვიას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, ტყვიებს ისვრიან კილერები.
გაფრთხილებაც არსებობდა, ეს არ იყო, რა თქმა უნდა, პირადად ევროკომისრის გაფრთხილება, ის გამოიყენეს ერთგვარ “მესინჯერად” იმისთვის, რომ მოეწოდებინა შესაბამისი ინფორმაცია ჩვენამდე. რა თქმა უნდა, ეს არის შემაშფოთებელი, ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც უკავია საქართველოს ომთან მიმართებით, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს” – ამბობს კობახიძე.
პრემიერმინისტრის შეფასებით, გასაკვირი არაა, რომ გამოძიების თანახმად “ამ ყველაფერში იკვეთება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების როლი, იმ ადამიანების როლი, ვინც დღეს ფიზიკურად იმყოფებიან ში”.
“ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ასეთი ფაქტების პრევენცია და ამისთვის, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს” – თქვა კობახიძემ.
კითხვაზე, რატომ აირჩიეს ბიძინა ივანიშვილი, პრემიერი პასუხობს, რომ “ყველას კარგად მოეხსენება, ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი, საპატიო თავმჯდომარე, ამის მიღმაც კარგად მოგეხსენებათ, როგორია ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში, მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ასეთი შესაძლო აქტის ადრესატი”.
“აქ ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ როდესაც ევროკომისრის მხრიდან მოგვაწოდეს ჩვენ კონკრეტული გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, აქ არ იყო საუბარი კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსზე, ეს იყო ზოგადი გაფრთხილება, აქედან გამომდინარე, ადრესატი შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი, ეს არ იყო გაფრთხილება პირადად ჩემ მიმართ, ანუ ჩემ მიმართაც იყო, მაგრამ გაფრთხილება იყო ზოგადი შინაარსის, ის შეიძლება ყოფილიყო მიმართული ნებისმიერ პოლიტიკოსზე საქართველოს ხელისუფლებიდან. რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ პირველ რიგში, როცა საუბარია ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებზე, მათთვის ადრესატი არის ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ, რომ პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის და განვითარების გარანტი” – ამბობს პრემიერი.
23 მაისს მ თქვა, რომ მასთან საუბარში “ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო”.
იმავე საღამოს, უნგრელმა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ბრალდებებს უპასუხა. ვარჰეის თქმით, კობახიძემ მათი სატელეფონო საუბარი სრულიად ამოიღო კონტექსტიდან და იმგვარად წარმოაჩინა, რომ შეიძლებოდა საუბრის მიზნის მისინტერპრეტაცია.
12 ივნისს სუს-ის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს ჰკითხეს, რატომ არ დაიწყეს გამოძიება პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის საჯარო განცხადებაზე, რომ “გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა”. ლილუაშვილის თქმით, “გამოძიების დასაწყებად არ არის სათანადო მტკიცებულებები, იმ ქვეყანაში სადაც მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტი მუშაობს, გამოძიების მაღალი სტანდარტი, ეს არ იყო საკმარისი”.
“პრემიერმა ბრძანა, რომ მან [ევროკომისარმა] გამაფრთხილა, მეგობრულად, რათა მიმეღო უსაფრთხოების დამატებითი ზომები, ეს პირდაპირ მუქარად ჩაითვალა?
ჩვენს სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს პრეცედენტი, რომ რჩევის სახით მიცემულ რაღაც სარეკომენდაციო ხასიათზე გამოძიება დავიწყოთ…
… რა [მოიტყუა პარტნიორების თვალში]? რომ მოკვლას მიპირებდნენ და მემუქრებოდნენო? მან მიიღო მუქარად. სამართლებრივ სივრცეში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად ამ განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს. გასაგებია ჩემი პასუხი?” – თქვა სუს-ის უფროსმა.