კობახიძე: საქართველოში გერმანიას დღეს ელჩი არ ჰყავს

პრემიერი ირაკლი საქართველოში გერმანიის ელჩს პიტერ ფიშერს “ე.წ ელჩს” უწოდებს და ამბობს, რომ “საქართველოში გერმანიას დღეს ელჩი არ ჰყავს”.
ჟურნალისტებმა ს ქართული ოცნების დეპუტატის ს ინიციატივაზე ჰკითხეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სურს, საქართველოში გერმანიის ელჩის გაწვევის პროცედურა დაიწყოს.
“მე მგონია, გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რეალურად, საქართველოში გერმანიას დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ე.წ. ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა 27 ნოემბერს, BMG-სთან ინტერვიუში ასევე თქვა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები კრიზისშია: “საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ აღარ ვართ კარგი პარტნიორი”. გარდა ამისა, ფიშერის თქმით, “EU-ს ქვეყანაში ამდენი დარღვევით რომ ჩატარებულიყო, ვიტყოდით: “ეს არაა მისაღები”.