კობახიძე საქართველოს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაზე “საკითხის შესწავლას” აანონსებს

ქართული ოცნების პრემიერმინისტრი საქართველოს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაზე “საკითხის შესწავლას” აანონსებს.
მისი თქმით, “ღია თავხედობაა, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ერთ ლარად გადაეცა”.
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დანარჩენი დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს”, – თქვა მ.
ამის პარალელურად საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურას მიმართა.