დე ფაქტო პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ლიეტუვისა და ესტონეთის სანქციებს “პროვოკაციას” უწოდებს.
კობახიძემ გაიმეორა დღეს მთავრობის განცხადების ნარატივი და კვლავ ამტკიცებდა, რომ ეს ორი სახელმწიფო “გარე დაკვეთით” მოქმედებს.
“ეს იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა. თქვენ იცით, რომ ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება როგორც ლიეტუველი, ასევე ესტონელი ხალხის მიმართ და ამ ფონზე განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ სწორედ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლების ხელით ეწყობა ასეთი პროვოკაციები. ჩვენ პროვოკაციებს არ ავყვებით და გვექნება პრაგმატული რეაქცია ნებისმიერი ასეთ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო. ზოგადად მიუღებელია ის, რომ ორი სახელმწიფო მოქმედებს არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე დაკვეთით, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
15 დეკემბერს ლიეტუვამ და ესტონეთმა ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს, მათ გარემოცვასა და მოსამართლეებს სანქციები დაუწესა. დასანქცირდა ირაკლი კობახიძეც.