კობახიძე: სამშვიდობო ხედვა გვაქვს რუსეთის მიმართულებით – დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, მაგრამ სავაჭრო პარტნიორობა გაგვაჩნია

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ოკუპაციის პირობებშიც კი „მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მიჰყვება“ ქვეყანა.
„ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. დაახლოებით ჩვენი ტერიტორიის 20% ს ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, ამ პირობებშიც კი ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივყვებით.
რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, მაგრამ ამავდროულად ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გაგვაჩნია რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენი ხედვის ნაწილი ესეც არის“, – თქვა მ და აღნიშნა, რომ „ეს ხედვა მუშაობს, ეკონომიკურად საკმაოდ კარგად მიდის წინ“.
ირაკლი კობახიძე თურქეთში ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ერთ-ერთი მონაწილეა. ფორუმის, რომელიც 11-13 აპრილს იმართება, მთავარი თემაა „დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები – ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

ნატო ჩხეიძე: ბევრ კითხვას ბადებს მისი ეს წასვლა – ამბობს ქალაქის მერი აშშ ელჩის განცხადებაზე… წარმოვიდგინოთ იგივე ფრაზებს როგორ იტყოდა იგივე მერი შსს მინისტრის გომელაურის წასვლაზე…