კობახიძე: სამთავრობო პროგრამაში ძლიერი ოჯახის იდეას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი მ დემოგრაფია ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად დაასახელა.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კობახიძე ამბობს, რომ მომდევნო წლების სამთავრობო პროგრამაში “ძლიერი ოჯახის იდეას” განსაკუთრებულ ყურადღებას დაეთმობა.
“ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა დემოგრაფიაა. წინა ხელისუფლების პირობებში, საქართველოს მოსახლეობა 226 500 ადამიანით შემცირდა. 2014 წლიდან ჩვენ შევძელით მოსახლეობის კლების ტენდენციის შეჩერება და მას შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 19 500 ადამიანით გაიზარდა, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღების პირობებში მნიშვნელოვან მიღწევად უნდა ჩაითვალოს. თუმცა დემოგრაფიული ტენდენციები მაინც საგანგაშოა.
ამიტომ, 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამაში ძლიერი ქართული ოჯახის იდეას, ოჯახების მხარდაჭერას, შობადობის ზრდას, ახალგაზრდების სტიმულირებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა”, – ამბობს კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ