კითხვაზე, “რა მოიგეთ”, ირაკლი კობახიძე პასუხობს – “არჩევნები მოვიგეთ”. ამაზე, BMG-ის ჟურნალისტმა, თელარა გელანტიამ უთხრა – “არჩევნები, რომელსაც არავინ გილოცავთ”. ჟურნალისტის ამ რეპლიკაზე კობახიძემ აღნიშნა, რომ “თქვენ მომილოცეთ დღეს და რაღად მინდა სხვისი მოლოცვა”. თელარა გელანტიას რეპლიკამ – “არ გინდათ ეს იაფფასიანი ირონია”, ივანიშვილის პრემიერი გააღიზიანა.
“ახლა გაგაძევებ, ნუ ტლიკინებ,მართლა, ნუ ტლიკინებ. გაგაძევებ, თუ გააგრძელებ ტლიკინს, ნაცი რომ ხარ, არ გაქვს ტლიკინის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ კოლეგებმა მიგაჩვიეს ამას” – მიმართა კობახიძემ BMG-ის ჟურნალისტს.
იქამდე, ის მიმართავდა თელარა გელანტიას, ეთქვა, აღიარებდა თუ არა მის პრემიერობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კობახიძე ამბობდა, რომ კითხვაზე პასუხს არ გასცემდა და სხვა ჟურნალისტის კითხვაზე გადავიდოდა.