კობახიძე პრეზიდენტს აკისრებს პასუხისმგებლობას, თუ ვეტოს პოზიციების შესაჯერებლად არ გამოიყენებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი ხვალ საბოლოო მოსმენით მიიღებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტს.
კობახიძის თქმით, საქართველოს „გარედან ვერავინ აუკრძალავს“ საკუთარი ინტერესების დაცვას.
„ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს“, — განაცხადა მ.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მმართველი გუნდი ვეტოს ფარგლებში დისკუსიისთვის მზადაა და ამ შანსი არ გამოყენების შედეგებზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტს დააკისრა.
„მართალია, გუშინ გააკეთა არაკონსტრუქციული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა მას მოვუწოდო, იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებდა აქამდე — თვითონ არასდროს წერდა საკუთარი ვეტოს კანონპროექტებს. მას უწერდნენ ან ენჯეოები, ან გარედან უწერდნენ. შესაძლებელია ეს ინსტრუმენტი გამოყენებული იყოს ახლაც. თუ ამის შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას, არც საერთაშორისო პარტნიორებს სალომე ზურაბიშვილი, ეს იქნება მისი პასუხისმგებლობა. არის ორი კვირა და შესაძლებელია პოზიციების შეჯერება, თუმცა თუ სალომე ზურაბიშვილს ექნება დესტრუქციული პოზიცია, ეს გართულდება“, — განაცხადა კობახიძემ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს, მაგრამ „არ შევა მანიპულაციებში და არ დაიწყებს თამაშს”. ასე უპასუხა მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ვეტოსთან ერთად, შენიშვნების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსულ კანონთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე – არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?