კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება იმ განცხადებაზე, რაც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა საპატრიარქოსთან დაკავშირებით. უბრალოდ გამაოგნებელია ასეთი განცხადებები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკუთარ იმიჯს აზიანებს ასეთი განცხადებებით. არ მინდა მეტი კომენტარის გაკეთება.
თქვა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის კომენტართან დაკავშირებით. ზურაბიშვილის თქმით, “დღეს სუსტია პატრიარქი, რომელიც ეკლესიის გეზს ძალიან მტკიცედ ინარჩუნებდა. ვფიქრობ, მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე, როგორც სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში, ხელისუფლებასთან ძალიან ახლოსაა და, ვიტყოდი, რომ აქცენტების ცვლილების მიყოლა ახასიათებს”.