კობახიძე: პარლამენტი იმოქმედებს ხალხის რაციონალური ნების შესაბამისად, მიიღებს კანონს

პრემიერმინისტრი კვლავ ირწმუნება, რომ რუსულ კანონს საზოგადოება მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ხვალ მას პარლამენტი III მოსმენით დაამტკიცებს.
“აპრილში ჩატარებული სოციალური კვლევის თანახმად, ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60%-ზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. შესაბამისად, ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და III მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს”- თქვა მ ბრიფინგზე.
დღეს მშვიდობიანი აქციის პარალელურად იურიდიულმა კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. კომიტეტი 1 წუთი გრძელდებოდა.
მიუხედავად ფართომასშტაბიანი პროტესტის, საერთაშორისო მოწოდებების, დასავლელი პარტნიორების და მეგობრების მითითებებისა, რომ კანონი საქართველოს ევროატლანტიკურ გზას რისკის ქვეშ აყენებს, ოცნებაში აცხადებენ, რომ კანონს უკან არ გაიწვევენ.