კობახიძე ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებაზე: არ აღიარებენ პარლამენტს და წავლენ ციხეში

“არ აღიარებენ [პარლამენტს] და წავლენ ციხეში”, – განაცხადა ოცნების პრემიერმა ირაკლი ს კომისიაზე საუბრისას.
მან ზურაბ ჯაფარიძისთვის პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით თქვა, რომ ყველა ვალდებულია, “პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას” და გამოცხადდეს კომისიაში, როცა წულუკიანს კითხვები გაუჩნდება.
მე ვერავის ვერ დავიჭერ, ასეთი საკითხები წყდება სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ. რაც შეეხება ჯაფარიძეს, მე არ ვიცი, ეს ინფორმაცია არ მქონდა აქამდე, როდესაც ადამიანი სჩადის კანონდარღვევას, მითუმეტეს, სისხლის სამართლის დანაშაულს, ბუნებრივია, რეაგირება იქნება…
რა შუაშია წულუკიანის კითხვები, აქ თეა წულუკიანზე კი არ არის საუბარი, აქ არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეზეა საუბარი, როდესაც საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს აქვთ კითხვები, ყველა არის ვალდებული, პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას.
არ აღიარებენ [პარლამენტს] და წავლენ ციხეში.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.