კობახიძე: ნოდარ მელაძეს სჩვევია სპექტაკლების დადგმა, ზოგადად

ნოდარ მელაძეს სჩვევია სპექტაკლების დადგმა, ზოგადად – ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი ირაკლი ტვ პირველის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. არხის თანამშრომლების თქმით, ტელეკომპანიის ტერიტორიაზე ნიღბიანი პირები ჩასაფრებას აწყობდნენ და პოლიცია გამოძახებაზე არ მივიდა.
“იყო რაღაც ინფორმაცია ტვ პირველთან დაკავშირებით, თუმცა, იქ, რაღაც ძალადობა არ მომხდარა. რა სპექტაკლი დაიდგა, მე არ ვიცი, ახლა. ნოდარ მელაძეს სჩვევია სპექტაკლების დადგმა ზოგადად. ფაქტია, რომ არანაირი ძალადობა იქ არ ყოფილა” – თქვა მ.
10 მაისს, გამთენიისას, ტელეკომპანია პირველის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელევიზიის თანამშრომლებმა შენიშნეს ორი მანქანა, რომელშიც, მათი თქმით, ნიღბიანი პირები ისხდნენ და ჩასაფრებას აწყობდნენ.
როგორც არხის საინფორმაციო განყოფილების დირექტორი ნოდარ მელაძე ამბობს, გამოძახებაზე არ მივიდნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები – “5 გამოძახებიდან 5-ივე დააიგნორეს”.
“მას შემდეგ რაც ტვ პირველის ტერიტორიაზე დავაფიქსირეთ ჩასაფრება, საეჭვო ავტომობილების გადაადგილება, რომლებშიც ისხდნენ ნიღბიანი პირები, ჩვენ დავრეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ღამის პირველი საათიდან 4 საათამდე შუალედში ხუთი ზარი არის ჩვენგან შესული, თუმცა -მ საპატრულო პოლიციაც კი არ გამოაგზავნა ტელევიზიაში. ეს იყო დემონსტრაცია იმისა, რომ მოგივარდებიან და ჩასაფრებას მოგიწყობენ, ადამიანის სიცოცხლე რომ იქნება საფრთხეში – ჩვენ რეაგირებას არ მოვახდენთ. მთელი პასუხისმგებლობა არის ვახტანგ გომელაურზე და მის მოადგილეზე იოსებ ჭელიძეზე. ჩვენ დავრეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში და მოვითხოვეთ თანამდებობრივი გულგრილობის საქმეზე რეაგირების მოხდენა და გამოძიების დაწყება” – უთხრა ნოდარ მელაძემ ტაბულას.