რაც შეეხება კანონპროექტის განხილვას, ჩვენ გვაქვს 14 დღე, 2 კვირა. თუ ამ 2 კვირის განმავლობაში, ეს არის კონსტიტუციით მკაცრად განსაზღვრული პროცედურა, იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის, ოდირის, ნებისმიერი სუბიექტის მხრიდან სამართლებრივი არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია დისკუსიისთვის.
მთავარია, რომ მოვისმინოთ ახლა მაინც სამართლებრივი არგუმენტები. დღემდე ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.
თუ ახლა მაინც მივიღებთ რაიმე სამართლებრივ არგუმენტს, ნებისმიერ ასეთ არგუმენტს, გპირდებით, გამოვიკიდებით, ოღონდ რამე მოვისმინოთ, რამე სამართლებრივი არგუმენტი მოგვაწოდონ და აუცილებლად გავიზიარებთ თუ იქნება დასაბუთებული სამართლებრივი შენიშვნა.
დაველოდოთ, 14 მაისიდან 28 მაისამდე არის დრო ამისთვის.