კობახიძე: ნებისმიერი ცენტი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, გამჭვირვალე უნდა იყოს

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნებისმიერი ცენტი”, რომელიც საქართველოში შემოდის, გამჭვირვალე უნდა იყოს, ამით კი “ბოლომდე დაცული” იქნება ქვეყნის უსაფრთხოება.
ე.წ. აგენტების კანონის “სათანადოდ აღსრულების” საჭიროებაზეც საუბრობს.
“მთავარია გამჭვირვალობა, ხალხისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს ნებისმიერი ცენტი, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში, იმისათვის, რომ ჩვენი უსაფრთხოება იყოს ბოლომდე დაცული… ჩვენთვის მთავარია, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, დაცული იყოს ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და, სწორედ, ამას ემსახურებოდა თავის დროზე „გამჭვირვალობის კანონის“ ინიცირება, შემდეგ კი ამ კანონის მიღება. ჩვენ, მიუხედავად ძალიან დიდი წინააღმდეგობისა და უსამართლო თავდასხმებისა, მოვახერხეთ ამ კანონის მიღება და საჭიროა მისი სათანადო აღსრულება, რათა ჩვენი უსაფრთხოება იყოს მომავალშიც დაცული”, – თქვა მან დუბაიში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.
5 თებერვალს “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო საზოგადოებას, მათ შორის არის რუსული სტილის „აგენტების კანონის“ უფრო მკაცრი ვერსია.
მდინარაძის განცხადებით, ცვლილებების მიღებას „ქართული ოცნება“ მომდევნო ორი თვის განმავლობაში გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მიღება დაჩქარებული წესით არ იგეგმება.
„ქართულმა ოცნებამ“ ჯერ 2023 წელს ერთი მოსმენით მიიღო რუსული სტილის „აგენტების კანონი“, რომელიც საპროტესტო დემონსტრაციების შემდეგ გაიწვია. მოგვიანებით კი, 2024 წელს, კვლავ მიიღო იგი, – შეცვლილი სახელით.
მდინარაძის თქმით, 2024 წელს პარლამენტმა მიიღო „FARA-ს [-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“] მსუბუქი ვერსია“, რომელიც, მისი თქმით, „ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია“.
„დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული FARA-ს დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი“, – განაცხადა მან.
8 თებერვალს ს ჟურნალისტებმა ჰკითხეს “აგენტების კანონის” შესახებ სამუშაო ფორმატის შექმნაზე უარის თქმის მიზეზებზე, იმაზე, თუ რატომ უთხრა ამ ინიციატივაზე უარი მან ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს.
კობახიძის სიტყვებით, “გამჭვირვალობის შესახებ კანონის” დარბილებაზე საუბარი ზედმეტია და ასევე, “გაუმჭვირვალობის შესახებ სამუშაო ფორმატის შექმნაზე საუბარი არის ზედმეტი”.
“ჩვენ ეს პოზიცია გავაცანით ბატონ ბერსეს. ჩვენ, ყველა პრინციპი, წესი დავიცავით. წინასწარ ვაცნობეთ ბატონ ბერსეს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ფორმატმა ამოწურა საკუთარი დატვირთვა”, – თქვა მან.