ირაკლი კობახიძე გამართულ ბრიფინგზე ირწმუნება, რომ ქვეყანაში ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელებისთვის ბევრი ფული დაიხარჯა.
კობახიძე ახლაგაზრდების მშობლებს მოუწოდებს, საკუთარი შვილები მოარიდონ “ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას”.
“ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში, რაც ძალიან მძიმე მოვლენაა.
მე, მინდა მოვუწოდო, განსაკუთრებით ახალგაზრდების მშობლებს – საკუთარი შვილები მოარიდეთ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას, ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვიზრუნებთ იმაზე, რომ ასეთი კერები მაქსიმალურად მოიშალოს ჩვენს ქვეყანაში”, – ირწმუნება კობახიძე.