კობახიძე მოშიმშილე შუქრუთელებს: ჯერჯერობით კომპანიის საქმეა მოლაპარაკება

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მედიის კითხვის პასუხად, შეხვდება თუ არა მოშიმშილე შუქრუთელებს უპასუხა, რომ “ჯერჯერობით კომპანიის საქმეა მოლაპარაკების წარმოება”.
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც რამდენიმეთვიან აქციას მართავდა კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ერთ-ერთ მაღაროსთან 11 სექტემბერს პროტესტის გასაგრძელებლად თბილისში პარლამენტის შენობის წინ ჩამოვიდა. აქციის მონაწილეები, საქართველოს მთავრობას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მისაღწევად..
ირაკლი მ განაცხადა, რომ მათ მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით აქციის მონაწილეებს კომპანიისგან კომპენსაციის სახით ათობით ათასი ლარი აქვთ მიღებული.
“ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით და ვინც არიან პროტესტის ორგანიზატორები. თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ მიღებული კომპანიისგან, თუ რამე დამატებითი არის საჭირო კომპანიისგან, ალბათ, მოლაპარაკეები ამასთან დაკავშირებით წარიმართება ეს არის ის ინფორმაცია რაც გვაქვს დღემდე, ჯერჯერობით კომპანიის საქმეა მოლაპარაკების წარმოება”, – თქვა კობახიძემ.
ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან რამდენიმე თვის განმავლობაში, უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. დემონსტრანტების თქმით, სოფელში საცხოვრებელი სახლები ინგრევა, რაც მადნის მოპოვებით სამუშაოებს უკავშირდება. შუქრუთელები მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.
ჭიათურის სამთო-მოპოვების მმართველი კომპანიაა„ “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია“, აცხადებს, რომ გაცემული აქვს 12 მლნ ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაცია, აქციის ორგანიზატორებს კომპენსაცია სრულად აქვთ აღებული.
შუქრუთელების თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება დასახლებული თანხის ოდენობა, ზოგი ოჯახის მიერ მიღებული თანხა კი ავანსი იყო, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დასკვნის გამოქვეყნებამდე. საბოლოო კომპენსაციის ოდენობა კი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ უნდა გამოანგარიშებულიყო, თუმცა კომპანია დასკვნას არ ასაჯაროვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – 26 ოქტომბერს მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით – ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს