კობახიძე: მომავალი წლიდან, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დაუბრუნდება ჩვეულ რელსებს

აშკარაა, რომ კონკრეტულ ძალებს ჯერ კიდევ აქვთ საქართველოს მიმართ კონკრეტული ინტერესები, ისეთი ინტერესები, რომლებიც არ მიესადაგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რაც ძალიან სამწუხაროა.
თუმცა, მე ვარ დარწმუნებული, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში, შესაძლოა ექვს თვეშიც, ურთიერთობები სერიოზულად გადაიხედება, როგორც კი დასრულდება ომი ში.
მანამდე იქნება განსხვავებული ინტერესები, ეს ინტერესები, სამწუხაროდ, იქნება აცდენილი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი გადაიხედება, და მომავალი წლიდან, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები აუცილებლად დაუბრუნდება იმ რელსებს, რომლებსაც ჩვენ ვიყავით მანამდე მიჩვეული. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი როგორც საქართველოსთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.