კობახიძე: მოთმინებით ველოდებით [დონალდ ტრამპის ზარს]

ქართული ოცნების პრემიერი ამბობს, რომ “მოთმინებით ელოდებიან” -ის პრეზიდენტის, ს ზარს.
ირაკლი ს ქართული ოცნების პრეზიდენტის ს განცხადების შეფასება სთხოვეს, რომელმაც აშშ-ში ვიზიტისას თქვა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარეკვას დაპირდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როდის ელოდებიან ქართულ ოცნებაში აშშ-ის პრეზიდენტის ზარს, ირაკლი კობახიძე პასუხობს:
“მე ვერ ვიმკითხავებ, ყავაში ვერ ჩავიხედავ. ველოდებით, მოთმინებით ველოდებით, რა თქმა უნდა. ნებისმიერ დროს, მზად ვართ. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა”, – ამბობს ის.
ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს უთხრა, “დროა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს”.
“მას [დონალდ ტრამპს] განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს. დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას და დამიკავშირდება. დაველოდოთ მის პასუხს”, – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.