კობახიძე: მიხეილ სარჯველაძემ ღირსეულად უპასუხა მასზე ლიბერალურ-ფაშისტურ თავდასხმას

მინდა გამოვეხმაურო მორიგ ლიბერალურ ფაშისტურ მორიგ პატარა გამოხტომას, რომელიც განხორციელდა ჩვენი კოლეგის, ბატონი მიხეილ სარჯველაძის მიმართ. ამ თავდასხმის ავტორი იყო ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა, რომელიც შემდეგ შემთხვევით აღმოჩნდა ნაცმოძრაობის აქტივისტი, კერძოდ, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ნაბიჯის ლიდერი, ვინმე ჩხუბაძე.
საინტერესოა, რომ ეს ორგანიზაცია პარალელურ რეჟიმში ფინანსდება, ჩვენი ინფორმაციით, ერთი მხრივ, კეზერაშვილი-დიმა ჩიქოვანის მხრიდან და მეორე მხრივ, კონკრეტული უცხოელი დონორების მხრიდან. ეს ადამიანი აპროტესტებდა იმ კანონის მიღებას, რომლის საფუძველზეც მას მოუწევს საკუთარი შავი ფულის გასაჯაროება, მესმის რომ არ მოსწონს არავის გამჭვირვალობა, თუმცა, მოვუწოდებ ყველას, რომ მოთოკონ ემოციები და შეეგუონ გამჭვირვალობას, რომელიც 1945 წლიდან არის ერთ-ერთი საკვანძო ევროპული პრინციპი. სამწუხაროა, რომ ეს ლიბერალური ფაშიზმი მიზანმიმართულად და კოორდინირებულად ფინანსდება უცხოური წყაროებიდან, დონორი ორგანიზაციების მხრიდან, რაც მე ვიტყოდი, არის დანაშაული ქართული საზოგადოების წინაშე.
მე მინდა ბატონ მიშა სარჯველაძეს გადავუხადო მადლობა, რომელმაც ღირსეულად უპასუხა ამ მცირე ლიბერალურ-ფაშისტურ ექსცესს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. 2024 წელი იქნება ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელიწადი. 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში. ხოლო, 2025 წელი უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს, ქართული პოლიტიკის სრულად გათავისუფლების წელიწადი, ამისთვის ყველანაირი რესურსი არსებობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ჩვენი პოლიტიკა, საზოგადოება, სახელმწიფო იქნება სრულად თავისუფალი ლიბერალური ფაშიზმისგან, რისთვისაც ჩვენ გავაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს.
თქვა საქართველოს პრემიერმა, მ მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
9 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა მოქალაქისა და ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის დაპირისპირების ვიდეო, სადაც სარჯველაძეს მოქალაქე “რუს მონას” უწოდებს.