კობახიძე: მინისტრმა ვერ დაინახა ხიდაშელთან თანამშრომლობის გაგრძელების საჭიროება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი დავით ხიდაშელის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე ამბობს, რომ ახალმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ვერ დაინახა საჭიროება ეს შრომითი ურთიერთობა გაგრძელებულიყო.
კობახიძის თქმით, ხიდაშელი მინისტრის მრჩევლად 2024 წლის თებერვლიდან აღარ საქმიანობს. ამასთან, კობახიძე იმეორებს უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას და ამბობს, რომ ხიდაშელს არავითარ და მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია:
„მე როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. აქ ძალიან მკაფიოდ ეწერა რომ არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია დავით ხიდაშელს. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი საკუთარი გადაწყვეტილებებზე.
ჩვენ, საბოლოო ჯამში, გვქონდა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით და იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც შეწყდა თებერვლიდან. თავდაცვის მინისტრმა ვერ დაინახა იმის საჭიროება, რომ მას გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა სამინისტროსთან,“ — ამბობს .
14 მარტს, „მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, მათ მოიპოვეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტს მაშინ იკავებდა, როცა პრემიერ-მინისტრი იყო, თავდაცვის მინისტრი კი ჯუანშერ ბურჭულაძე. დოკუმენტის თანახმად ხიდაშელთან გაფორმებული იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 1000 ლარი უნდა ყოფილიყო.
დავით ხიდაშელი რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი და სანქცირებულ რუსი მილიარდერის ვლადიმერ ევტუშენკოვის მეგობარია. თავდაცვის მინისტრის მრჩევლის რანგში მას შესაძლოა წვდომა ჰქონოდა საიდუმლო ინფორმაციაზე.
ის საზოგადოების ცნობილი გახდა „კარტოგრაფების საქმიდან” როგორც პირი, რომელმაც ს დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი 1936-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი. თავის ბოლო ინტერვიუში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ხიდაშელს მოიხსენიებდა როგორც ქველმოქმედსა და გმირს და ამბობდა, რომ მას ხიდაშელის „ვალი მიჰყვება”.
გამოძიება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედავება, რომ მათ მიზანმიმართულად დამალეს რუკა, რომელიც საქართველოს საზღვრის დელიმიტაციისას უკეთეს პირობებში აყენებდა. „რუკის გამოჩენიდან“ 4 წელი გავიდა, თუმცა არ არსებობს რამე მტკიცებულება, რომ თბილისმა აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში ზემოაღნიშნული რუკის საქართველოს პოზიციების სასარგებლოდ გამოყენება შეძლო.
დავით ხიდაშელის სახელი ფიგურირებს 25 აპრილს youtube-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერშიც, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ. ხიდაშელი აცხადებს, რომ რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი მისი მეგობარია.
ამასთან, მიმდინარე წელს ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა, თუმცა შემდეგ ლიცენზია ჩამოერთვა.
ასევე, ხიდაშელის ოჯახმა 10 020 000 ლარად იყიდა ე.წ. რიყის დოქები. ინვესტორი ვალდებულია 36 თვის ვადაში ტერიტორიაზე მოაწყოს ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში