კობახიძე, მინდა დაგამშვიდოთ, ბუნდესტაგის უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება კანონს

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოს პრემიერს მიმართავს და ამბობს, რომ ბუნდესტაგის „აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს”.
„ძვირფასო, კობახიძე, გერმანიის ელჩმა ჩვენი კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა! მინდა დაგამშვიდოთ, გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს”. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი! სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ ევროკავშირის ღირებულებებისთვის”, – წერს როთი.
გერმანიის საელჩომ კანცლერის 12 აპრილს გაკეთებული განცხადების თარგმანი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მმართველი პარტიის წევრებმა ს მათთვის მიუღებელი განცხადების დამახინჯებაში ქართველი თარჯიმანი დაადანაშაულეს.
თუმცა, საელჩოს მიერ ქართული თარგმანის გამოქვეყნებამდე საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა შოლცის განცხადება ინგლისურად თარგმნა და X(Twitter)-ზე გამოაქვეყნა. ასევე, გერმანიის კანცლერის კრიტიკული განცხადების სისწორე დაადასტურეს გერმანიის ბუნდესტაგის წევრებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია