კობახიძე: მივესალმებით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

„ჩვენ მივესალმებით ღაზას ცეცხლის შეწყვეტას, როგორც მშვიდობისკენ მიმავალ იმედიან ეტაპს“, – წერს ირაკლი პლატფორმა X-ზე.
„პრეზიდენტ ს სანიმუშო დიპლომატიამ, რომელსაც მხარს უჭერს კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის შუამავლობა, გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ შეთანხმების მიღწევაში“, – წერს ის.
„მძევლების დაუყოვნებლივი გათავისუფლება გზას გაუხსნის ხანგრძლივ მშვიდობას, რაც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“, – წერს .
დღეს, 9 ოქტომბერს ისრაელმა და -სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა ჰამასმა ხელი მოაწერეს დონალდ ტრამპის საინიციატივო შეთანხმებას, რომლის პირველი ფაზაც ითვალისწინებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას და ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას, პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.
შეთანხმების გაფორმებას სიხარულით შეხვდნენ პალესტინელებიც და ისრაელელებიც.
ორივე მხარის ოფიციალური წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა ეგვიპტის კურორტ შარმ ელ-შეიხში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ.
შეთანხმებით, ბრძოლა შეწყდება, ღაზას ნაწილობრივ დატოვებს, და ჰამასი გაათავისუფლებს ყველა დარჩენილ მძევალს – ისრაელის მიერ დაპატიმრებული ასობით პალესტინელის სანაცვლოდ.
ფორუმი