მთლიანობაში არჩევნები წარიმართება მშვიდობიან ვითარებაში, მშვიდ გარემოში. საქართველოში და საზღვარგარეთ არის 3111 უბანი და არჩევნები მშვიდად წარიმართება 3100-ზე მეტ უბანზე. იყო რამდენიმე უბანი სადაც კონკრეტული ტელევიზიების კონკრეტული ჟურნალისტები კონკრეტულ დაჯგუფებებთან ერთად მაინცდამაინც ერთად აღმოჩნდნენ ხოლმე და იქ ირეოდა ვითარება, თუმცა ბოლ ერთი საათია ამ მხრივაც დასტაბილურდა ვითარება.