კობახიძე: მთავარია, საავადმყოფომ სრული დატვირთვით გააგრძელოს მუშაობა. ამას პრობლემები არ უნდა შეექმნას

რეორგანიზაცია გაჩერდება მთლიანად, შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია, ბუნებრივია, მომზადდება,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ დასმულ კითხვას იმასთან დაკავშირებით, პროცესის შეჩერება გულისხმობს თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის იმ შეთავაზებული კომპენსაციის გაუქმებასაც, რომელზეც ზოგიერთმა თანამშრომელმა თანხმობა უკვე განაცხადა.

ამასთან, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მთავარია, რომ მან მუშაობა სრული დატვირთვით გააგრძელოს.

„რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ამაზე გვექნება დეტალური საუბარი როგორც საავადმყოფოს კოლექტივთან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან. ამ დეტალებს შევაჯერებთ უახლოეს დღეებში. მთავარია, საავადმყოფომ სრული დატვირთვით გააგრძელოს მუშაობა. ამას პრობლემები არ უნდა შეექმნას. იმისთვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი საავადმყოფოს საქმიანობის უწყვეტობა, უახლოეს დღეებში იქნება მიღებული ზომები, ერთი მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს და მეორე მხრივ, კოლექტივის ჩართულობით“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას