კობახიძე: მზად ვართ -სთან, ნებისმიერ დროს განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა

ჩვენ -ის მიმართ გვაქვს გამოხატული კონკრეტული პოზიცია და გვაქვს ნათქვამი, რომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, რაც შეწყდა აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის მხრიდან. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ მომენტში განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა. თან მზად ვართ, გავაკეთოთ ეს სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. ევროკავშირს რაც შეეხება, აქაც რაც შეეხება მოლაპარაკების გახსნას, ნათქვამი გაქვს, რომ როგორც კი დადებენ მაგიდაზე, მაშინვე მოვაწერთ ხელს, თუმცა იქითა მხრიდან არ გვესმის ჩვენ საპასუხო რეაქცია.