მნიშვნელოვანია შიდა აეროპორტების განვითარება შიდა მობილობის მხარდასაჭერად, მათ შორის რეგიონებიდან სხვა რეგიონებში, ქალაქებში გადაადგილების ხელშესაწყობად. ამისათვის აშენდება ახალი ტერმინალი მესტიის აეროპორტში, უკვე შეირჩა კომპანია – Green Studio – რომელმაც წარმოადგინა საუკეთესო პროექტი. აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების ტერმინალი. სვანეთი ერის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული რეგიონი, შესაბამისად, ახალი ტერმინალი ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის გაზრდას სვანეთში, მესტიაში. ტერმინალში გათვალისწინებული იქნება კვების, სავაჭრო სივრცეები, ყველა შესაბამისი სერვისი.
