კობახიძე მელია-გვარამიაზე: 2-3%-იანი პარტიები საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შანსს ზრდის

იქმნება რამდენიმე 2 და 3%-იანი ოპოზიციური პარტია, რაც საბოლოოდ გვაძლევს კარგ სურათს. საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის საქართველოს პარლამენტში – მიმდინარე პროცესები ჩვენ გვიზრდის ამის შანსებს. აქედან გამომდინარე, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ჯერჯერობით ტენდენცია არის კარგი – იქნება არაერთი 2 და 3%-იანი პარტია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთ შემთხვევაში დაიკარგება მეტი ხმა ოპოზიციურ ფლანგზე, რაც ჩვენ მოგვცემს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების საშუალებას.
ასე უპასუხა პრემიერმინისრმა ირაკლი მ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას სა და ს შესაძლო ოპოზიციური გაერთიანების შესახებ. მელიასა და გვარამიას პოლიტიკური გუნდების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, 11 მარტს მათი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება, სადაც გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში.