კობახიძე მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებს 3 წლით 0%-იან საშემოსავლო გადასახადს სთავაზობს

ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა.
„ინოვაციები არის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ კუთხით საზოგადოებას ჩვენ ვთავაზობთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს, კერძოდ, ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში. აქედან პირველი სამი წლის განმავლობაში, ისინი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან ნული პროცენტით, ანუ ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს სტარტაპერებისთვის. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ახალი ინოვაციური სტარტაპების დაფუძნებას, ასევე საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში, ინვესტიციების შემოდინებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი ქვეყნის ინოვაციურ ჰაბად გარდაქმნას, რაც არის ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ეს ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საგადასახადო მხარდამჭერი მექანიზმების შემოღებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც, რომლებიც ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნით არიან დაკავებული. მთლიანობაში ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების მიმართულების განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე პოლიციელს – ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ – როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?

მამუკა ხაზარაძე – რატომ არ იბარებენ იმ ხალხს სასამართლო დარბაზში, ვისაც აქვს პრეტენზია ჩემსა და ბადრის მიმართ, რადგან ეს არის ერთი „კლანი“ – რით ჯობია წულუკიანი ნებისმიერს, რომელიც სასამართლოზე დადის?