კობახიძე: მადლობა ნათია თურნავას, ეფექტიანად მართა პროცესი და უზრუნველყო ლარის სტაბილურობა

ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა მოკლევადიანი რყევა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაზეც ჩვენი ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა, სწრაფი ეკონომიკური ზრდის და ეფექტიანი მართვის წყალობით ლარის კურსი ძალიან მალე დაუბრუნდა პრაქტიკულად პირვანდელ ნიშნულს. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო განსაკუთრებით ეროვნულ ბანკს, პირადად ნათია თურნავას, რომელმაც ეფექტიანად მართა ეს პროცესი და საბოლოო ჯამში უზრუნველყო ეროვნული ვალუტის სტაბილურობა
ყველას გახსოვთ, როგორ ცდილობდნენ თავის დროზე ოპოზიცია და მათი მფარველები, მეგობრები საქართველოს ეროვნული ბანკის დაკომპლექტებას საკუთარი კადრებით, არც მინდა წარმოვიდგინო, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ დღეს ეროვნული ბანკი იქნებოდა დაკომპლექტებული სწორედ ოპოზიციის კადრებით, ჩვენ გვახსოვს ასეთი პროცესები წინა წლებიდან და, რა თქმა უნდა, ამის გამეორებას ვერ დავუშვებდით.
გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, წინასწარი მონაცემებით ივნისში ასევე დაფიქსირდება ზრდის მაღალი მაჩვენებელი, გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, ველოდებით კარგ ტურისტულ სეზონს. არსებული მონაცემებიც, პირველი ორი კვარტლის მონაცემები არის ძალიან კარგი და დამაიმედებელი.
ასეთ პირობები გვაქვს ყველანაირი წინაპირობა იმისთვის, რომ წელს შარშანდელზე უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლები დაფიქსირდეს.
თქვა პრემიერმა ირაკლი მ მთავრობის სხდომაზე.
რუსული კანონის მიღებამ ლარის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია – ერთ თვეში ეროვნული ვალუტა დოლართან 18.22 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან – 16.77 თეთრით.
ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 168 700 000 დოლარი გაყიდა. შედეგად, ლარი შედარებით დასტაბილურდა და რუსული კანონის მიღების შემდგომი გაუფასურება დოლართან 6.22 თეთრს შეადგენს, ხოლო ევროსთან – 7.43 თეთრს.