კობახიძე: … მადლობა ამ ინიციატივისთვის განათლების მინისტრს

წელს მნიშვნელოვნად იზრდება მასწავლებლების ხელფასი, ასეთი სწრაფი ზრდა აქამდე არ გვქონია, მადლობა ამ ინიციატივისთვის განათლების მინისტრს
წელს მნიშვნელოვნად იზრდება მასწავლებლების ხელფასი. ხელფასების ასეთი სწრაფი ზრდა ჩვენ აქამდე არ გვქონია, მადლობა ამ ინიციატივისთვის განათლების მინისტრს – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მ ოპოზიციასთან შეხვედრაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას.
მისი თქმით, განათლების სფეროში რეფორმების განხორციელება გაგრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების ყველა საფეხურზე ინფრასტრუქტურის განვითარებას.
„ამჟამად მიმდინარეობს 250 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი და ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი.
ასევე გაგრძელდება 4 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების და ორი სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა. როგორც მოგეხსენებათ, წელს მნიშვნელოვნად იზრდება მასწავლებლების ხელფასი. ხელფასების ასეთი სწრაფი ზრდა ჩვენ აქამდე არ გვქონია და მადლობა ამ ინიციატივისთვის განათლების მინისტრს. იგეგმება ეროვნული სასწავლო გეგმის განახლება და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სახელმძღვანელოების განახლებაზე, რაც ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ასევე იგეგმება ყველა არაქართულ სკოლაში ორენოვანი სწავლების დანერგვა, ზომები იქნება მიღებული იმისთვის, რომ სკოლებში ბავშვები უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული“ – განაცხადა ირაკლი მ.
Previous: ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია, რაც 2017 წელს, ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება