კობახიძე: კონკრეტულ ქვეყნებში ელჩები უსაქმოდ დარჩნენ, რადგან შეუძლებელია ურთიერთობა

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ამბობს, რომ ზოგიერთ ქვეყანასთან, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ელჩები უსაქმოდ დარჩნენ, რადგან მათთან ურთიერთობები შეუძლებელია. მან ანტალიის დიპლომატიის ფორუმის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობის დროს თქვა, რომ როცა „ირგვლივ სხვადასხვა ომი მიმდინარეობს“ „დიპლომატიის ძალა ძალიან სუსტია“.
„ძალიან ინტენსიური პოლიტიკური ბრძოლის წარმოება მოგვიწია საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და საქართველოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ეს მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლა იყო, დიპლომატიის ძალის გარეშე. დღემდე ვიმყოფებით ამ გამოწვევების წინაშე: ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის და კეთილდღეობისთვის ბრძოლაზე გვიწევს აქცენტირება, ვიდრე სხვადასხვა ქვეყანასთან დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებაზე“, – თქვა მ.
ის დარწმუნებულია, რომ „როგორც კი მშვიდობა აღდგება“ „დიპლომატია გადაწონის სხვა ფაქტორებს“:
„კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილნი, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელია ამ კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა. ისინი ხშირად ჩივიან ამის თაობაზე, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით მათ, რომ მშვიდობიან პერიოდს უნდა დაველოდოთ… მოთმინებით ველით მშვიდობის დადგომას, როცა დიპლომატია მეტ ძალას შეიძენს“.
ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე მან ასევე ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობაზე:
„ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. დაახლოებით ჩვენი ტერიტორიის 20% ს ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, ამ პირობებშიც კი ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივყვებით“.
ირაკლი კობახიძე თურქეთში ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ერთ-ერთი მონაწილეა. ფორუმის, რომელიც 11-13 აპრილს იმართება, მთავარი თემაა „დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა