კობახიძე ირწმუნება, რომ რუსული კანონის ინიციირების შემდეგ მოლაპარაკებების გახსნის შანსი გაიზარდა

პრემიერ-მინისტრი, ამტკიცებს, რომ რუსული კანონის ინიციირების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები გაიზარდა. მისი თქმით, რუსული კანონის ინიციირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი არ არსებობდა, ამის “ლოგიკურ საფუძვლად” კი მოჰყავს შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან. თუმცა, არ ასახელებს კონკრეტულად ვისთან, როდის ან რა ტიპის შეხვედრებზეა საუბარი, სადაც უთხრეს რომ წელს საქართველოსთან მოლაპარაკებები არ გაიხსნებოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიუხედავად.
აქედან გამომდინარე, ამბობს, რომ “მოლაპარაკებების თემა არის გამოუსადეგარი თემა შანტაჟისთვის”.
“რაც შეეხება ალბათობას და შანსებს, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, კანონის ინიციირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო ნული. ამ ლოგიკური დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევდა ჩვენ ის შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა ევროკავშირის კონკრეტულ წარმომადგენლებთან, დღეს, კანონის მიღების შემდგე, ეს შანსია რის გაზრდილი დაახლოებით 20-30%-მდე. ეს არის დღევანდელი მოცემულობა”, – თქვა კობახიძემ.
მას შემდეგ, რაც მას ჟურნალისტებმა შეახსენეს, რომ რუსული კანონის მიღებამდეც და მას შემდეგაც, საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან გაკეთებული განცხადებები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მის ნათქვამს, კობახიძემ თქვა, რომ განცხადებები მნიშვნელოვანი არ არის.
“ეს ხომ პოლიტიკაა. ერთია განცხადებები და მეორეა შედეგი. განცხადებები 2023 წელსაც იყო, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. რადაც პრინციპულად დადგები, იქ შედეგსაც მიიღებ”, – ამბობს კობახიძე.
რუსული კანონს ქვეყნის დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური პერსპექტივისთვის კრიტიკულ საფრთხედ განიხილავს ყველა საერთაშორისო პარტნიორი, ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერი და თავად ევროკავშირი. ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანას გერმანიას დაფიქსირებული აქვს, რომ რუსული კანონის პირობებში საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერს. იგივე პოზიციაზეა . ევროკომისია კი აცხადებს, რომ რუსული კანონი საქართველოსთვის რეკომენდებულ არაერთ ნაბიჯს ეწინააღმდეგება.
ამავე თემაზე:
· „არ გაიხსნას მოლაპარაკებები“ | ევროპარლამენტის ერთობლივი რეზოლუციის პროექტი
· ვეტოს დაძლევის შემთხვევაში ესტონეთი არ დაუჭერს მხარს საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნას — ელჩი

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”