კობახიძე ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ ტექსტში გლობალური ომის პარტიას არ ახსენებს

პრემიერმინისტრი ს მკვლელობის მცდელობას ინგლისურად და ქართულად სხვადასხვანაირად ეხმაურება და ინგლისურ ტექსტში “გლობალური ომის პარტიას” არ ახსენებს.
X-ზე გამოქვეყნებულ ინგლისურ ტექსტში “გლობალური ომის პარტია” ნახსენები არ არის, ძალადობის ყველანაირ ფორმას გმობს და ტრამპს გამოჯანმრთელებას უსურვებს.
“ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმით შოკირებულები ვართ. ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მის და მისი ოჯახის გვერდითაა. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვდგავართ!” – წერს კობახიძე ინგლისურად X-ზე.
საპირისპიროდ, Facebook-ზე ქართულად გამოქვეყნებულ ტექსტში კობახიძე ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმას “გლობალური ომის პარტიის” შეთქმულებას აბრალებს და ამტკიცებს, რომ მათ დასავლეთში “სისხლიანი თავდასხმები” ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს.
“გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს” – წერს კობახიძე ქართულად Facebook-ზე.
-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ყრილობაზე ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლეს, რის შემდეგაც ტრამპი სახის არეში დაიჭრა.
გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს, რომ სცენიდან გაყვანის დროს მას სახის არეში სისხლი მოსდის.
სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპი “უსაფრთხოდ” არის.
ამასთანავე, გავრცელებული ცნობებით, პირი, რომელმაც ტრამპს ესროლა, “განეიტრალებულია”.