მე არაფერი არ ვიცი, მე საერთოდ არ ვიცი, რასთან დაკავშირებით მოდის ო’ბრაიენი, ანუ არავითარი კომუნიკაცია შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით არ ყოფილა.
მე მაქვს მოლოდინი, რომ ბატონო ო’ბრაიენი ჩამოვა ძირითადად სამი თემით – ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები. მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს.
პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე კითხვაზე, ზუსტად იცის თუ არა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენს საქართველოში “ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი” ჩამოაქვს.