კობახიძე: ივანიშვილს შეუძლია, საქართველოს განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულოს

როცა საუბარია ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ამ კუთხით ს პოლიტიკაში დაბრუნება უმნიშვნელოვანესია. ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, ყველა მიმართულებით, საქართველოს შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულოს.
ჩვენ ოპოზიციაში ერთგვარი სასოწარკვეთილება დავინახეთ. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებიდან, 1 დღე არ გასულა, რომ მათ ამ ფაქტზე არ ესაუბროთ. ეს იმაზე მიანიშნებს, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება რამდენად მძიმედ მიიღეს. ყოველ ჯერზე, როცა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოდიოდა, ეს ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით მთავრდებოდა.