ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელსაც გუნდის გაძლიერება ყოველთვის შეუძლია. რაც შეეხება საარჩევნო წარმატებას, საარჩევნო წარმატებისთვის ჩვენ დღეს ძალიან მყარი პოზიციები გვაქვს[…] დღევანდელ ვითარებას ამხელა რესურსით პარტიის გაძლიერება არ სჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ ისედაც გვაქვს 55%-ს ზემოთ რეიტინგი.
ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ საარჩევნოდ პარტიისთვის დახმარების გაწევას ეხებოდა.