როდესაც საუბარი გვქონდა გუნდში მთავრობის ცვლილებასთან დაკავშირებით, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთავრობის თითოეულ წევრს შევთავაზე თანამდებობაზე დარჩენა. ერთადერთი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება, პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში – თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა.