კობახიძე ზურაბიშვილზე: მისი ლეგიტიმაცია არის ნულოვანი

„სინამდვილეში, არის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მათი პარტნიორების ერთი პატარა ჭანჭიკი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხელისუფლება რა სცენარებზე ფიქრობს, თუკი მოხდება ისე, რომ  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტყვის, რომ არჩევნები არ არის ლეგიტიმური? პრემიერმა შემდეგნაირად უპასუხა:

„ეს არ არის შესაძლო სცენარი, ეს არის გარანტირებული სცენარი. ამას იტყვის ნამდვილად ეს ადამიანი.  სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილი არის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მათი პარტნიორების ერთი პატარა ჭანჭიკი, მეტი ფუნქცია და მეტი დატვირთვა ამ ადამიანს არ აქვს.

მას დიდი ვადა არ აქვს დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე. ეს იქნება მისი ბოლო დავალება, რომელსაც, რეალურად ვერ შეასრულებს. არავითარი ფასი არ აქვს მის არცერთ სიტყვას. მას შემდეგ, რაც ის თანამდებობაზე დარჩა „ნაცმოძრაობის“ ხმების წყალობით, უკვე მისი ლეგიტიმაცია არის  – ნულოვანი“, – აცხადებს საქართველოს პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”