კობახიძე: ვთავაზობთ დისკუსიას, თუ მართლები არიან, არაფერი უდგას წინ რამე გადაწყვეტილებას

ვართ გახსნილი დისკუსიისთვის, ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს, რომელმაც სხვანაირად გაიგო ის, რაც ჩვენგან ითქვა, ვთავაზობთ მობრძანდნენ და გავმართოთ გნებავთ საჯარო, გნებავთ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხზე, რაც დაკავშირებულია ჩვენს განცხადებასთან.

აქაც, დარწმუნებული ვარ, ამოქმედდება ლიბერალური ფაშიზმი და არცერთ ასეთ ადამიანს, გულწრფელ ადამიანს არ მისცემენ დისკუსიაში მონაწილეობის საშუალებას, იმიტომ, რომ ასეთია ლიბერალური ფაშიზმის ბუნება.

თითოეული მოქალაქე არის ჩვენთვის ძვირფასი და განსაკუთრებული ყურადღებით მივუდგებით, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის აზრს, მითუმეტეს, როცა საუბარია გულწრფელ ადამიანებზე.

დღეს პროტესტს გამოხატავს ადამიანების ის ნაწილიც, რომლებიც არიან გულწრფელები, მე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ძაადობრივ დაჯგუფებებზე, არიან გულწრფელი ადამიანებიც და სწორედ მათთვისაა ჩვენი შეთავაზება, ნებისმიერი ფორმით ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ დისკუსია ნებისმიერ საკითხზე, თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა, ამისთვის საჭირო ჯანსაღი დისკუსია და არა ლიბერალური ფაშიზმი და ძალადობა, რასაც ვერანაირი წარმატება ვერ ექნება

მთავრობის სხდომაზე, ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებულ პროტესტზე.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა – ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება