კობახიძე ექსტრემისტულ დაჯგუფებებს უწოდებს “ფარს” “ერთობას”, თავს ესხმის UG-ის

ქართული ოცნების პრემიერმინისტრი საზოგადოებრივ მოძრაობებებს “ფარს” და “ერთობას” ექსტრემისტულ დაჯგუფებებს უწოდებს, კოლექტიურ ნაცმოძრაობად მოიხსენიებს და მათ განეიტრალებაზე საუბრობს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე კვლავ დაესხა თავს საქართველოს უნივერსიტეტს და “სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებული უწოდა”. ამაზე მან გუშინ აქციაზე განვითარებული მოვლენების კონტექსტში ისაუბრა და თქვა, რომ ეს იყო “ნაცმაიდნის მოწყობის მეხუთე მცდელობა”.
“როგორც მოგეხსენებათ, დამხობის მცდელობაც ჩავარდა. გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ უკვე ნაცმაიდნის მოწყობის მეხუთე მცდელობა ჩვენს ქვეყანაში, 4 წლის განმავლობაში ნაცებმა 5-ჯერ სცადეს უკვე ხელსუფლების დამხობა, მაიდნის მოწყობა, ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ამას გაეცა საკადრისი პასუხი გუშინ სახელმწიფოს მხრიდან.