ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეზე: ხელში აკაცუკი შეგვრჩა (ვიდეო)

ირაკლი მ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება უნდოდათ, თუმცა “ხელში აკაცუკი შერჩათ”.

“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ “დღეს ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს გარე გავლენებით”.

ვერავითარი ინტერესი ვერ გააღვივა ამანაც კი ჩემში, საერთოდ. წარმოიდგინეთ, ჩამოვიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ეუთო-ს… არ შევხვდით? რატომ არ შევხვდით – იმიტომ, რომ 50 აკაცუკის აქციაზე 51-ე აკაცუკად დადგა, როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს შეხვდე ხო. 

მან თქვა, რომ ის იყო არა საგარეო საქმეთა მინისტრი ფინეთის, არამედ ის იყო აკაცუკი. ეს გვითხრა და ვეღარ შევხვდით იმიტომ, რომ აკაცუკთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.
ჩვენ გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა ხელში შეგვრჩა აკაცუკი. 

ჩვენთვის საინტერესოა სამართლიანი დამოკიდებულება, თუ იქნება სამართლიანი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ევროპულ ბიუროკრატიას არ აქვს რესურსი საკუთარი ობიექტური ინტერესების მიხედვით იმოქმედოს. ამის შედეგია, რომ 30% იყო ევროკავშირის ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში, ჩამოსულია 17.5%-მდე და აკრძალული აქვთ საერთოდ ეკონომიკაზე საუბარი. მძიმე მდგომარეობაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია, მაგრამ იმედი გვაქვს რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება. რესურსი აქვს, მე მგონია, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ გამოასწოროს მდგომარეობა. ეს არის ზოგადი ოპტიმიზმი, ევროპას აქვს თავისი ტრადიციები, დღეს ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს გარე გავლენებით, თუმცა იმხელა ტრადიციები აქვს ევროპას, რომ იმედს ვიტოვებთ გამოსწორდება ის მდგომარეობა, რომელიც არის,” – განაცხადა მ.