კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: მძიმე ვითარებაა ევროპულ ბიუროკრატიებში

ქართული ოცნების პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ევროსაბჭოს რეზოლუცია “აბსურდულია” და ეს აჩვენებს, რომ “მძიმე ვითარებაა ევროპულ ბიუროკრატიებში”. მან ამის შესახებ პროპაგანდისტულ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.
“ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ მძიმე ვითარებაა ევროპულ ბიუროკრატიებში. საბოლო ჯამში, ეს არსებითად ვერ ცვლის საერთო ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რაც გამოაცხადა ქალბატონმა თეა წულუკიანმა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას საპარლამენტო ასამბლეაში და მოხდება ამ დელეგაციის გამოწვევა. თუ შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ დავბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმც ასეთ ვითარებაში, რასაც დღეს ვხედავთ, რა თქმა უნდა, იქ მუშაობს არავითარი აზრი არ აქვს”, – ირწმუნება .
ამასთან, კობახიძე ირწმუნება, რომ საპარლამენტო ასამბლეა არის მეათე ხარისხოვანი ორგანო და მისივე მტკიცებით, საქართველო ევროსაბჭოს წევრ ქვეყანად რჩება, მაგრამ ევროსაბჭოს ასამბლეასთან “მუშაობის აზრს ვერ ხედავს”.
“ეს არის მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეა, რაც არის იმაზე ბევრად მეათე ხარისხოვანი ორგანო, ვიდრე, თუნდაც, ევროპარლამენტი. თქვენ იცით, რომ ევროპარლამენტსაც არ აქვს რაიმე არსებითი დატვირთვა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ათჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო. ევროსაბჭოს წევრად, ბუნებრივია, რჩება ჩვენი ქვეყანა და მზად ვართ, ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ ერთადერთი, სადაც მუშაობის აზრს ვერ ვხედავთ არის ევროსაბჭოს ასამბლეა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება” , – თქვა კობახიძემ.
ს ცნობით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა იმსჯელეს და ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, დღეიდან ქართული ოცნება საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.