კობახიძე ევროპარლამენტში პრორუსული ჯგუფის რეზოლუციის პროექტს პროქართულს უწოდებს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტში დარეგისტრირებულ მათთვის კრიტიკულ რეზოლუციის პროექტს ქვეყანაზე თავდასხმად აფასებს, ხოლო პრორუსული პოლიტიკური ჯგუფის – „სუვერენულ ერთა ევროპის“ (ESN) მომზადებულ ტექსტს პროქართულს უწოდებს.
„სუვერენულ ერთა ევროპის“ (ESN) რეზოლუციის პროექტიდან, რომელსაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი შინაარსი აქვს, არაფერი მოხვდა იმ ერთობლივ ტექსტში, რომელიც ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფებმა მოამზადეს და დღეს, 13 თებერვალს, უყრიან კენჭს.
ESN-ის რეზოლუციის პროექტი 6-მა ევროპარლამენტარმა მოამზადა, რომელთაგან 4 გერმანული AFD-ის („ალტერნატივა გერმანიისთვის“) წევრია.
„სუვერენულ ერთა ევროპა“ (ESN), ასევე ცნობილი, როგორც სუვერენისტები, 25 დეპუტატისგან დაკომპლექტებული ყველაზე პატარა პოლიტიკური ჯგუფია ევროპარლამენტში. ESN-ის პოლიტიკურ ჯგუფში შედის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD).
ESN-ის პოლიტიკური ჯგუფში შემავალ ყველა პარტიას აერთიანებს ის, რომ ეწინააღმდეგებიან უკრაინის სამხედრო დახმარებას, ევროკავშირის მიგრაციის მართვის პოლიტიკას და მწვანე გარიგებას.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) არის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტია, რომელიც 2013 წელს დაარსდა და მზარდი პოპულარობით სარგებლობს გერმანიაში. AfD გამოირჩევა ევროსკეპტიკური, ნაციონალისტური, ისლამოფობიური და პრორუსული პოზიციებით. ნიშანდობლივია, რომ პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD)“ წევრი შტეფან კეუტერი 2019 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩევნებზე დამკვირვებლად“ იმყოფებოდა. ის ამავდროულად „ს მეგობართა ლიგის“ წევრია.
მიუხედავად იმისა, რომ AfD ოფიციალურად ემიჯნება ნაციზმს, პარტიას ხშირად ადანაშაულებენ ნაცისტურ სენტიმენტებში. AfD-ის ერთ-ერთი ლიდერ ბიორნ ჰოკეს მოუწია სასამართლოს წინაშე წარდგომა აკრძალული ნაცისტური სლოგანების გამოყენებისთვის და 13 000 ევროთი დაჯარიმდა.
საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის განხილვის ფარგლებში ESN-მა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი გასული წლის ოქტომბერშიც მოამზადა, თუმცა ევროპარლამენტმა არც მაშინ გაიზიარა.
მას შემდეგ კი რაც AFD-ის მხარდაჭერა გამოუცხადა მილიარდერმა ილონ მასკმა, რომელიც -ის ახალ ადმინისტრაციაში სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელია, „ქართულ ოცნებაში“ ცდილობენ, რომ ულტრამემარჯვენე ევროსკეპტიკოსების მხარდაჭერა აშშ-ის მოკავშირის მხარდაჭერად წარმოაჩინონ.
როგორც ირაკლი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ESN-ის რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, „ქართული ოცნებისთვის“ „საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტია“, რომ მას მხარს სწორედ AFD უჭერს.
„ამ გერმანულ პარტიასა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შორის არის ძალიან მჭიდრო კავშირი, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის, ბუნებრივია, საინტერესოა ეს აქტი. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ასეთი პროქართული აქტი პოვებს მხარდაჭერას ევროპარლამენტში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რა წერია ESN-ის რეზოლუციის პროექტში
ESN-ის რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო ჩატარდა ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების სრული დაცვით და ქართველმა ხალხმა გააკეთა მკაფიო და დემოკრატიული არჩევანი ახალი მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით.
ამიტომ ისინი გმობენ ევროკავშირის „უარს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებაზე და მის მუდმივ ჩარევაზე საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში“.
მაშინ, როცა ერთობლივ ტექსტში, რომელზეც ევროპარლამენტი შეთანხმდა და რომელსაც კენჭს უყრიან, არ აღიარებენ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს.
გარდა ამისა, ESN-ის რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა „რჩება ევროინტეგრაციის ერთგული და აგრძელებს ევროკავშირის წევრობისკენ მისწრაფებას ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული პროცესების პატივისცემის უზრუნველყოფით“.
ამასთან, ESN-ის ტექსტში ნათქვამია, რომ „ევროკავშირის მუდმივი ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში – მათ შორის მისი უარი აღიაროს საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობა და ოპოზიციური მოძრაობების მუდმივი მხარდაჭერა- საფრთხეს უქმნის ნდობას და ასუსტებს ევროკავშირის სანდოობას რეგიონში“.
მათივე ტექსტის თანახმად, „ევროკავშირის მუდმივი ზეწოლა საქართველოზე, მათ შორის სანქციების მუქარა და ფინანსური დახმარების პოტენციური შეჩერება, წარმოადგენს გაუმართლებელ სადამსჯელო მიდგომას, რომელიც აშორებს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს რეგიონში“.
ამავე თემაზე:
· ვინ არიან და რა პოლიტიკური წონა აქვთ „ოცნების“ თანამოაზრეებს ევროპარლამენტში?
· რა წერია ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის პროექტში