კობახიძე ევროკომისიის რეკომენდაციებზე: ეს კანონები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი

ირაკლი ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომელიც ფუნდამენტური უფლებების შემლახავი კანონების გაუქმებას ითხოვს, ამბობს, რომ “ეს კანონები პრინციპულად მნიშვნელოვანია”.
კობახიძის თქმით, “თუ ასე დადგება საკითხი, რომ ან მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, უპირატესობას მშვიდობას და სტაბილურობას მიანიჭებენ”.
“ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს. ეს კანონები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველოში იყოს დაცული ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები და საქართველოში არ დავუშავთ რევოლუციური პროცესები.
თუ ვინმე ასე აყენებს საკითხს, რომ ან მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია… გამჭვირვალობის კანონის მიღებას როცა გვიკრძალავენ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის უნდათ მშვიდობის და სტაბილურობის წართმევა.
თუ ასე დადგება საკითხი, რომ ან მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას, ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ასე გვიყენებენ საკითხს”, – თქვა კობახიძემ.
რა წერია ევროკომისიის რეკომენდაციებში