კობახიძე: ევროკავშირსაც და აშშ-საც დეოლიგარქიზაცია სჭირდება

რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, ეს მოცემულობაა. სხვა მიმართულებით საფრთხეებსა და პრობლემებს რაც შეეხება, ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველოსთვის პრობლემას ვინც ქმნის – ეს არის გლობალური ომის პარტია, რომელშიც -სა და ევროკავშირს არ ვგულისხმობთ. უბრალოდ, სამწუხაროდ, გლობალურ ომის პარტიას როგორც აშშ-ს, ასევე ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე ძალიან პრინციპული გავლენა აქვს. მე ვთქვი, რომ ევროკავშირსაც და აშშ-საც დეოლიგარქიზაცია სჭირდება.
ძალიან სერიოზული წნეხის მიუხედავად, ჩვენ 2022 წლიდან დღემდე ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება მოვახერხეთ […] 2022 წლიდან დღემდე, გლობალური ომის პარტია, მათ შორის, კონკრეტული დასავლური სტრუქტურების ჩართულობით, საქართველოში ომის, მე-2 ფრონტის გამოწვევას ცდილობდა.