კობახიძე: ევროინტეგრაციის მიმართულებით, გვაქვს მკაფიო გეგმა, ეს გეგმა, პირველ რიგში, 9 პუნქტის შესრულებას გულისხმობს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროინტეგრაციის მიმართულებით გეგმა, პირველ რიგში, 9 პუნქტის შესრულებას გულისხმობს.

ამის შესახებ ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიოს.

„ევროინტეგრაციის მიმართულებით, გვაქვს მკაფიო გეგმა, ეს გეგმა, პირველ რიგში, გულისხმობს 9 პუნქტის შესრულებას. გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ევროკავშირის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, ინტენსიური კომუნიკაცია გაგრძელდება, მათ შორის, ვიმუშავებთ 9 პუნქტის შესრულებაზე. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, ეს არის მოლაპარაკების გახსნა, შემდეგ გადავიდეთ იმის შემდეგ ეტაპზე. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ