კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თავის დროზე იყო საკმაოდ ბევრი ხარვეზი. ეს ხარვეზები, მათ შორის, გამოჩნდა ნამახვანის პროექტთან მიმართებით და არ დავკონკრეტდები რას ვგულისხმობ, მაგრამ სხვადასხვა ტიპის ხარვეზები იყო, სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე.
თუმცა სადაც იყო სისუსტეები, ჩვენ საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები დღეს აღარ იქნება გამოვლენილი. არც სწორად დაგეგმვის მიმართულებით, არც გეგმის სწორად განხორციელების მიმართულებით, არც კონკრეტულ გამოწვევებზე რეაგირების მიმართულებით.
დღეს სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე ყველა მიმართულებით. შესაბამისად, ის ხარვეზები, რაც იყო წარსულში, აღარ იქნება დაშვებული მომავალში, ამას მაქსიმალურად ჩვენ დავაზღვევთ.
განაცხადა ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დასანქცირებული იმედის ეთერში გამართული დებატებისას.