და პუტინი ერთ ფორუმზე – ვინ არის კიდევ მიწვეული თურქმენეთში?

“ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი ქალაქ აშხაბადში, მშვიდობის და ნდობის ფორუმს ესწრება.
კობახიძე იმ ფორუმზე გამომსვლელებეს შორისაა, რომელსაც ესწრება.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ ფორუმზე მთავარი სტუმარია , ირანის პრეზიდენტი, პაკისტანის პრეზიდენტი და თურქეთის ლიდერი ერდოღანი.
კობახიძის პრესსამსახურში ამბობენ, რომ თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას.
ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს”- წერია განცხადებაში.