კობახიძე და კალაძე კიოლნში ხაბიბ ნურმაგომედოვს ესაუბრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი , თბილისის მერი და პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ს ვაჟი ცოტნე ივანიშვილი კიოლნში UFC-ს (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი ) ყოფილ ჩემპიონს, დაღესტნელ სპორტსმენს, ხაბიბ ნურმაგომედოვს შეხვდნენ. არაფორმალურ ვითარებაში მიმდინარე შეხვედრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. უცნობია, რა საკითხებზე ისაუბრეს მათ.
, კალაძე, ივანიშვილი და ნურმაგომედოვი საქართველო-ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩს ესწრებოდნენ გერმანიაში. მატჩი ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა.
ნურმაგომედოვთან და ცოტნე ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში კახა კალაძემაც გამოაქვეყნა. UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა კი ინსტაგრამში დაწერა: “ვგულშემატკივრობდი საქართველოს. ყოჩაღ. ნებისმიერ შემთხვევაში“.
2021 წელს ნურმაგომედოვი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ჩასვლას აპირებდა. მაგრამ სოხუმში განაცხადეს, რომ ვიზიტი გაუქმდა „ამერიკისა და საქართველოს მხრიდან სანქციებით, ამერიკის ვიზის გაუქმების პირდაპირი მუქარის, UFC-ში სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის შეზღუდვისა და შეერთებულ შტატებში კონტრაქტების შეწყვეტის მუქარის გამო“.
მანამდე ხაბიბ ნურმაგომედოვი რუსეთში გააკრიტიკეს -ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისა და გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომ დაღესტნელ სპორტსმენს არაბეთის გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობა ჰქონდა.
დღეს ტელეგრამის არხმა Mash-მა გაავრცელა ინფორმაცია ნურმაგომედოვის ანგარიშების დაყადაღების შესახებ. იუწყებიან, რომ მას საგადასახადო სამსახურის მიმართ 297 მლნ რუბლის (დაახლოებით ნახევარი მლნ დოლარის) დავალიანება ჰქონდა. ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, თვითონ სპორტსმენი ამ ამბავს არ გამოხმაურებია.
ნურმაგომედოვმა UFC-ს ჩემპიონობა 2018 წელს მსუბუქ წონით კატეგორიაში მოიპოვა. მის ანგარიშზეა 29 მოგება და არცერთი წაგება. მისი ბოლო ორთაბრძოლა 2020 წელს ჯასტინ გეიჯთან შედგა. ამის შემდეგ მან კარიერა დაასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ